Posts

Showing posts from March, 2017

მესამე დღის რეფლექსია

       დღევანდელი  სამუშაო შეხვედრა საინტერესო იყო, გავეცანით კითხვების სწორად ფორმულირების წესებს, რაც  მნიშვნელოვანია  მასალის ახსინისა თუ ზოგადად გაკვეთილის დასაწყებად .დამხმარე პორტალის  ncp.ge -ს გაცნობა, ამარტივებს მუშაობის გზებს.  გაცნობს/გახსენებს აქტივობებსა, რომლებიც გამომდინარეობს სტანდარტიდან.  ვფიქრობ პროდუქტიული და კარგი ტრენინგი იყო 

მეორე დღის რეფლექსია

           ვფიქრობ, ნებისმიერი ახალი თემისა თუ გაკვეთილის  პროვოცირებისათვის, ზემოქმედების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ეფექტური ფორმა განვიხილეთ და შევისწავლეთ დღეს, რომელსაც აქტიურად გამოვიყენებთ პრობლემური და ვრცელი ტექსტების დამუშავების წინ და შემდეგაც.  რაც მთავარია, მოწოდება,ახსნა, ტრენერის მიერ იყო თითოეული ჩვენგანისთვის ადვილად აღსაქმელი და გასაგები.

პირველი დღის რეფლექსია

   დღეს დავიწყეთ ძალიან საინტერესო ტრენინგი -,, პროექტებით სწავლება"გავეცანით პროექტის მიზანს,  შინაარსს, სწავლის ხანგრძლივობას და მუშაობის ფორმებს.  ჩემთვის და ალბათ ყველასთვის მნიშვნელოვანია ტრენერთან თანამშრომლობითი ურთიერთობა იყოს უშუალო, თავისუფალი. გადმოცემის ენა და ფორმა იყოს საინტერესო. რაც იდეალურად გამოსდის ჩვენს ტრენერს ნინო კაჟაშვილს.რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მას და მის დამკვეთს.